თანამშრომლობის პირობები

MenuLink

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს თანამშრომლობას მომსახურების მიმწოდებელსა და მომსახურების მიმღებს შორის.

1. მხარეები

1.1 მომსახურების მიმწოდებელი: „ი/მ ტესტიო"

ბრენდი: MenuLink (menulink.ge)

1.2 მომსახურების მიმღები:

რესტორანი, კაფე-ბარი, სასტუმრო ან სხვა ობიექტი (შემდგომში – „პარტნიორი").

2. თანამშრომლობის საგანი

2.1 MenuLink უზრუნველყოფს პარტნიორისთვის QR კოდზე დაფუძნებული ფოტო/ვიდეო მენიუს შექმნას, განთავსებას და ტექნიკურ მხარდაჭერას. მათ შორის ვიდეო ფოტო მასალის საკუთარ სერვერზე განთავსებას.

3. შინაარსი და ცვლილებები

3.1 MenuLink-ის მომსახურება შეიძლება ასევე მოიცავდეს მოწოდებული ფოტოების ვიდეო ან motion ფორმატში გადაყვანას, ვიზუალური გაუმჯობესების მიზნით.

3.2 MenuLink ვალდებულია პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს ცვლილებები შეთანხმებული პირობების ფარგლებში.

3.3 MenuLink ვალდებულია პარტნიორს მიაწოდოს მართვის პანელზე (admin panel) წვდომა, რომლის მეშვეობითაც პარტნიორს ექნება შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელოს ცვლილებები.

3.4 პარტნიორი უზრუნველყოფს მენიუს შინაარსს (პროდუქტები, ფასები, აღწერები, ფოტოები).

3.5 პარტნიორი ადასტურებს, რომ MenuLink-ისთვის მიწოდებული ყველა ფოტო, ვიდეო და სხვა ვიზუალური მასალა წარმოადგენს მის საკუთრებას ან მას გააჩნია აღნიშნული მასალის გამოყენებისა და დამუშავების უფლება.

4. გადახდა

4.1 მომსახურება არის ფასიანი და ხორციელდება თვიური ან წლიური გადასახადის საფუძველზე.

4.2 წლიური გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.

4.3 გადახდის პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის ინდივიდუალური შეთანხმებით.

5. პასუხისმგებლობა

5.1 MenuLink პასუხისმგებელია QR მენიუს ტექნიკურ გამართულობაზე და განახლებების განხორციელებაზე.

5.2 MenuLink არ არის პასუხისმგებელი პარტნიორის მიერ მოწოდებული შინაარსის სიზუსტეზე, მათ შორის ფასებზე, აღწერებზე ან სხვა ინფორმაციაზე.

6. მოქმედება და შეწყვეტა

6.1 თანამშრომლობა ძალაში შედის მხარეებს შორის შეთანხმების მომენტიდან.

6.2 ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში მომსახურება გრძელდება უკვე გადახდილი პერიოდის დასრულებამდე.

7. QR სტენდების მომზადება და მიწოდება

7.1 MenuLink უზრუნველყოფს პარტნიორისთვის ბრენდირებული QR სტენდების დიზაინს, წარმოებას და მიწოდებას.

7.2 პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • MenuLink შეარჩევს დიზაინს და წარუდგენს პარტნიორს დასამტკიცებლად;
  • პარტნიორი ამტკიცებს დიზაინს;
  • პარტნიორი ახორციელებს გადახდას;
  • MenuLink უზრუნველყოფს QR სტენდების დაამზადებას და ადგილზე დამიწოდებას.

7.3 QR სტენდზე განთავსებული QR კოდი წარმოადგენს MenuLink-ის ციფრულ მენიუს ბმულს.

7.4 MenuLink უზრუნველყოფს QR სტენდების შესაბამის ხარისხს მათი მიწოდების მომენტში. მიწოდების შემდეგ სტენდების მოვლა და შენახვა ხორციელდება პარტნიორის მიერ, ხოლო MenuLink არ იღებს პასუხისმგებლობას სტენდების დაზიანებაზე, დაკარგვაზე ან მოპარვაზე მიწოდების შემდგომ პერიოდში.

9. საკონტაქტო ინფორმაცია

ვებგვერდი: https://menulink.ge

მომსახურების მიმწოდებელი: ი/მ ტესტიო

კონტაქტი: 555 90 50 50 / support@menulink.co

© 2026 MenuLink. ყველა უფლება დაცულია.